ანეკდოტები
RSS

net.ucoz.de

..
banner_468x60
5:29 PM

მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » ანეკდოტები




ფსიქიატრიული საავადმყოფო. პაციენტები უყურებენ ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გადაცემას. ერთ-ერთი პაციენტი პროგრამის ყოველი სიუჟეტის გასვლის შემდეგ შემოჰკრავს ტაშს და სიხარულით წამოიყვირებს:
- რა კარგია, რომ ფსიქიატრიულში ვარ!
- ეს უკვე გასაწერია, - გადახედა ერთმა ექიმმა მეორეს, - აშკარად გამოჯანმრთელებულა...

ცოლი: აგერ, ჩვენი მეზობელი გოჩიკო ცოლის მშობიარობას დაესწრო, ვენაცვალე, რა ბიჭია?!
ქმარი: ჩასახვასაც რომ დასწრებოდა, უკეთესი იქნებოდა!

გასინჯვის შემდეგ ექიმი ეუბნება პაციენტს:
- თქვენ გაქვთ პრობლემები გულთან, თირკმელებთან, კუჭთან, სახსრებთან დაკავშირებით... უკაცრავად, რამდენი წლის ბრძანდებით?
- ოცდაექვსის, ექიმო.
- ნუუუ... ე.ი. მეხსიერების მხრივაც სერიოზული პრობლემებია.

-----------

- ექიმო, ბებიაჩემს აკვიატებული აზრი აქვს, რომ არის დედალი, რა ვქნათ?
- მოიყვანეთ და ვუმკურნალებ.
- მერე ჩვენ რომ უკვერცხოდ დავრჩეთ?

ვეტერინარი ძროხებს ანაყოფიერებს ხელოვნურად, დასდევს შპრიცით უკან. რომ დაამთავრა, ჩაჯდა მანქანაში და მიდის. ამ დროს ძროხებმა ალყა შემოარტყეს. ერთმა ძროხამ თავი შეყო მანქანაში, თვალები ნაღვლიანად ააფახულა და ვეტერინარს მიმართა: - ერთი მაინც გეკოცნა...



კატეგორია: სხვა | ნახვები: 1400 | ავტორი: SABA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლია მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებელს.
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Ïåðåìåñòèòüñÿ íàâåðõ

NeT.UcOz.De

Created by LeVan! © 2010