თამაშის შესახებ:
დასახელება: Panzar: Forged by Chaos
წელი: 2012
ჟანრი: Action-MMORPG, MMOTPS - F2P
პლატფორმა: PC
შემქმნელი და გამომცემელი: Panzar Studio
ინტერფეისის ენა და გახმოვანება: რუსული
თამაშის გამშვებს (კრეკს): არ საჭიროებს
აღწერა:
წარმოგიდგენთ
საკმაოდ საინტერესო ონლაინ რპგ-ს არკადის ელემენტებით, სადაც არაა მობებზე
კაჩავი. აქ მხოლოდ პვპ ბრძოლებია … რენდომ რუქებზე სადაც ჯგუფი-ჯგუფზე
ბრძოლობთ, ქულებისათვის და ფულისთვის … რაც მაგრად იბრძოლებ მით მეტ ფულს
და დროპს მიიღებ თამაშის ბოლოს … ხოლო თუ ამასთანავე შენმა გუნდმაც მოიგო
მით მეტი იქნება მოპოვებული სიკეთეები. თამაშის მოსაგებად სულაც არაა
საჭირო მაინცდამაინც ყველაზე მეტი ხალხი მოკლა … ამისათვის საჭიროა მტერზე
დიდხანს აკონტროლო მთავარი წერტილი რომელიც როგორც წესი ორივე გუნდის
რესპაუნიდან ზუსტად შუაშია ხოლმე …
სისიტემური მოთხონები:
- ოპერაციული სისტემა: XP / Vista / Windows 7
- პროცესორი: Inter Core 2 Duo, 2.4 Ghz
- ოპერატიული მეხსიერება: 2 Gb
- ვიდეო კარტა: 512 Mb, Nvidia GeForce 8800 / Radeon HD 3870
- თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 4 Gb
თამაში
უფასოა (თუმცა არის დონატორობა და პრემიუმი … პრემიუმი უბრალოდ მიღებული
ექსპისა და ფულის ოდენობას აძლიერებს) თან ჯერ რაც ვითამაშე მნიშვნელოვანი
უპირატესობა არ მინახია … სწორი თამაშით თავისუფლად შესაძლებელია 1 ლვლ
მოთამაშემ 3 ლვლზე მაგრად ითამაშოს თუ დაამუღამებს რაღაც რაღაცეებს იმაზე
კარგათ …
ე.ი თამაშში 4 რასაა
1. ორკები
1.1 ბერსარკი
1.2 ტანკი
2. ადამიანები
2.1 პალადინი (ერთადერთი მკურნალი ბრძოლისას თუმცა ცუდათაც არ იბრძვის )
2.2 ინკვიზიტორი (ასესაინი)
3. ელფები
3.1 ჯადოქარი (ცეცხლი)
3.2 მაგიკოსი (ყინული)
4. გნომები
მექანიკოსი. (მახეები, ტურელები)
გამნაღმველი. (ტელეპორტები, ტოტემები)
აქ
რასა რასის წინააღმდეგ არ იბრძვის … პირიქით ერთ გუნდში ყველა კლასის და
რასის მოთამაშე ხვდება ხოლმე +-2 ლვლის სხვაობით და 10X10-ზე მიდის 20-30
წუთიანი ბრძოლები რის შემდეგაც წაგებულებსაც და მოგებულებსაც დამსახურების
მიხედვით ერიცხებათ სხვადასხვა ბონუსები.
ამ ბონუსებით კი შეგიძლიათ იყიდოთ ან გამოჭედოთ იარაღი ან ნებისმიერი ტანსაცმელი თუ ნივთი …
ასევე დონის მომატებით გერიცხებათ ქულები რომლითაც სწავლობთ ტალანტებს რომლებსაც ასევე წარმატებით გამოიყენებთ თამაშისას …
ასევე
არაა აუცილებელი რომ მაინცდამაინც მოკლა ვინმე რომ ქულები მოიპოვო …
მკურნალობით და თანაგუნდელების ხელშეწყობით ბრძოლისას ქულები საკმაოდ მოდის
… რადგან მოკლულ მტრის ქულები ნაწილდება ყველაზე ვინც რაიმე სახით მიიღო
მონაწილეობა მის მკვლელობასი (მკურნალობდა ან აძლიერებდა გუნდელებს,
ტანკობდა, აშეშებდა მტერს …) მიუხედავად იმისა რომ მას 1-ხელაც არ ჰქონდეს
მტრისთვის დარტყმული.
საკმაოდ დაბალანსებული თამაშია ლამაზი გრაფიკით და სასიამოვნო გეიმფლეით …
ინსტრუქცია:
1. დარეგისტრირდით ოფ. ვებ-გვერდზე: http://www.panzar.ru/
2. დააინსტალირეთ თამაში.
3. გაუშვით თამაში და დაპაჩეთ.
4. ითამაშეთ.